რეზონანსი
20.01.2020

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი 36 წლის ვახო ჯოხაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯგუფში “ქართველი ემიგრანტები” გარდაცვლილის შესახებ წერენ:

"3 თვე სადეპორტოში იყო ვახო იხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და წავალო. არ დაუდასტურეს საელჩოს წარმომადგენელს, რომ მკვდარი იყო, მთელი დღე რეკავდნენ. გასკდა გული გასკდააა, გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, ცუდად ვარო იძახდა მთელი დღე...

საელჩო დაგვიდგა გვერდით რაც შეეძლო ინფორმაციას გვაწოდებდა, სადისტივით ექცეოდნენ, გაამწარეს. ტელეფონი მოპარეს და რომ მოითხოვა, სცემეს ნაძირლებმა. სახაზინო ადვოკატმა რომ დაიცვა და გაამართლეს ვახო, ვეღარ აიტანეს და სხვა ადვოკატი ჰყავდა გუშინ. მოითხოვა ის ადვოკატი და საღამოთი ცემეს და მოკლეს” - წერენ სოციალურ ქსელში.

RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები კი, დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.

ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×