რეზონანსი
20.01.2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდებული პირი იკითხება.

ვახტანგ რობაქიძე უწყებაში მისივე განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე დაიბარეს. საქმით დაინტერესება რობაქიძემ ინსპექტორის სამსახურს თავად სთხოვა.

გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული პირი ამბობს, რომ მასთან მიმართებაში სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. რობაქიძე ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს.

"რამოდენიმეჯერ ვცადე ალ,კო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში. უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი," განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.01.2020)
შე დალოცვილო, სახელმწიფო მოხელეზე გინების კორიანტელი რამ დაგაყენებინა, გირგვლიანის ისტორია ხომ იცოდი? მებრალები და ოხანაშვილს ვთხოვ გაპატიოს, გამოიჩინოს გულმოწყალება. შეკამათების ნიადაგზე რამდენი ვაჟკაცი წევს მიწაში, კაცებო, წამოსროლილი სიტყვები გააკონტროლეთ, გაუფრთხილდით სიცოცხლეს, შვილებს და მშობლებს!

წესიერი მოქალაქე!   (20.01.2020)
ეს ეტყობა ნაცების ამომავალი ვარსკვლავია!!!

კიკო   (20.01.2020)
მშიერის და ნაწამების არაფერი ფეტყობა.კი ხარ მეგრული ღორივით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×