რეზონანსი
20.01.2020

(რეზონანსი) ორმხრივი სროლა ზუგდიდის ცენტრში - არსებული ინფორმაციით, დევნის ოპერაციის დროს, გელა ქანთარიამ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც, პოლიციამ სროლითვე უპასუხა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

„მთავარის" ინფორმაციით, გელა ქანთარია კრიმინალური ავტორიტეტია. ის ცხოვრობს რუსეთში და საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. იგი, სავარაუდოდ, იარაღით შენიშნეს და სწორედ ამის გამო უთვალთვალებდნენ სამართალდამცველები. პოლიციელები შენიშნა ქანთარიამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, როდესაც გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა პოლიციელების იგივე ქმედება, სამართალდამცველების მისამართით ისროლა. რის შემდეგაც შევიდა სახლში, მეზობლის ეზოდან გადახტა და მიიმალა.

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა, ეზოდან ამოღებულია ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ცეცხლი გახსნა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტებზე სსკ-ის 236- ე მუხლით და 19-353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×