რეზონანსი
21.01.2020

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს:

"მოკლედ, დღეს არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა. ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამოთი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამოზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში. გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი. წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი. ფერი არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელის გულებს. მერე შემოვიდა ლელა რევიშვილი, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები. ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. 

გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შეიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე მანდაც რაღაცებს დავაყებებთო... გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი? კიო, დაბეჯითებით მიპასუხა ექიმმა. და აი აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამო და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. 

ერთი დეტალიც - ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი, მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი...

მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის" - წერს ჟურნალისტი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
ლია   (21.01.2020)
გამოჯამრთელობას გისურვებთ

ჟუჟუნა   (21.01.2020)
გამოჯამრთელებას გისურვებ

ცისანა   (21.01.2020)
გამოჯამრთელობას გისურვებთ

ნინა   (21.01.2020)
გვარამია შენ ვისი ცოდვები გიკვირს?

Lika   (21.01.2020)
Male gamojanmrtelebas gisurvebt

გვარამია   (21.01.2020)
გიწია ცოდვებმა?

ქრისტიანი   (21.01.2020)
გაიხარე, კარგო კაცო.....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×