რეზონანსი
21.01.2020

 ოკუპანტები ისევ გააქტიურდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

შეიარაღებული პირები იმ ადგილზე გამოჩნდნენ, სადაც ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები იდგა. მათ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, მიშა ბალიაშვილი აცხადებს, რომ საოკუციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის შესახებ მათთვის გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი. მისი თქმით, ოკუპანტებს დაგეგმილი აქვთ სოფელ გუგუტიანთკარის ორნაწილად გაყოფა.

"გუგუტიანთკარსი გამოჩნდნენ ოკუპანტები და აპირებენ ბორდერიზაციის გაგრძელებას. სამართალდამცავი და ხელისუფლება თუ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევიდეთ და დავათვალიეროთ, აუცილებლად ვეცდებით სოფელში ჩასვლას. ჩხვენი ინფორმაციით სოფელში არიან შესულები და ღობავენ", - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრშივე იღობება, მათი თქმით, მოსახლეობა ძალიან დაძაბულია.

"დაახლოებით 6 კაცი გამოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო არანაირ აქტივობაში არ არის. დასახლებულ პუნქტთან დაახლოებით 100-მეტრში იღობება ტერიტორია", - აცხადებს ადგილობრივი.

ნიუპოსტი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×