რეზონანსი
21.01.2020

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.109-ე მუხლის მერე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.01.2020)
ადამიანის მოკვდინება საშინელებაა. ისიც ხომ დედმამის შვილია. კარგი იქნებოდა ძვლები დაგემტვრია მარა ცოცხალი დაგეტოვებინა. ძნელია უყურო როგორ სცემენ შენს შვილს, ძალიან ძნელია. ცოდვაა ყველა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×