რეზონანსი
21.01.2020

სახალხო დამცველთან კითხვა მაქვს, თუ რატომ არ მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სუბკულტურის შესახებ საუბარი, ვიდრე მე მინისტრის თანამდებობაზე ვიქნებოდი, - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველის კითხვები პენიტენციური სამსახურის შესახებ საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, „თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე როგორც უნდა გაკეთდეს".

„მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო ისე შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტილებით პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის. მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. პირდაპირ არის ანგარიშში, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია. მადლობა ამისთვის. ასევე 2017 და 2018 წელსაც, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი, იგივე სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ციხეებში სუბკულტურა არსებობს.

აქ ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგსვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა იმართება, სადაც მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (22.01.2020)
გამოშტერებული მედეა ისევ აფუთფუთდა! ღმერთო, რამდენია ამ ბედკრულ საქართველოში ასეთი უაზრო და ტვინგადაგლესილი ვიგინდარები!

...   (21.01.2020)
თეასრად უნდა ბოსტანი, გადააბრუნე მოსტ@ანი

guga   (21.01.2020)
Lomjaria didi xania gasagdebia tanamdebobidan, ratom inaxavt am mogalate vitom saxalxo damcvels,romelic gakidulia da emsaxureaba ara xalxs,aramed soross,eg dasajeria tviton.

მედეა   (21.01.2020)
საცოდავო--არაფერ ყულფში არ აქვს თავი გაყოფილი, ნეტავი მე და ყველა ქართველს ბიძინასავით აგვაწყობინა ცხოვრება და ყულფს ავიტანთ! თეა წულუკიანი საქმიანი ქალია, ნინო ლომჯარია კი სოროსს არის მიყიდული, ეს ცნობილი ფაქტია, ალბათ თვითონაც დაადასტურებს სოროსის ფონდით რომ იკვებება, "ოცნება" გასალაწუნებელია--მაგაზე რომ შეაჩერა არჩევანი. ნაღდი მოაზროვნე სხვა ვერ იპოვა? ნაღდებს არ წყალობს ივანიშვილი, ელგებეტეს დამცველები აშანტაჟებენ მას, შანტაჟის მიმართ მგრძნობელობა კი გამოკვეთილად აქვს ბატონ ბიძინას, მე მგონია, კახა კახიშვილი არ უნდა ჩამოეშორებინათ პენიტენციური სისტემისთვის --იგი შესანიშნავად უძღვებოდა ამ საქმეს.

სიმართლე   (21.01.2020)
ლომჯარიას ურჩევ: იყოს ობიექტური და უფრო ხშირად ესტუმროს ციხეებს მოინახულოს პატიმრები და ისე გააკეთოს განცხადებები

Sacodavi   (21.01.2020)
ამ საცოდავმა ვერ გაიგო რა განსხვავებაა უსაქმურობის გამო კრიტიკასა და პირადულ კრიტიკას შორის. ასეთი კომპლექსებით გაბერილი ხალხის გამოა ბიძინას რო ყულფში აქვს თავი გაყოფილი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×