რეზონანსი
21.01.2020

რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა და ისინი ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპნენ.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილია მამა-შვილი. დილით სახლში მისულმა ოჯახის წევრმა ერთი სააბაზანოში, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×