რეზონანსი
21.01.2020

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წულუკიანს ისიც არ გაუგია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში სახალხო დამცველის ფუნქცია ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა არ არის.

"უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ... საყვედურად წაუყენა ეს, სახალხო დამცველს, ჩვენს რეპუტაციას რატომ არ იცავო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა. იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით რაც იყო ამ მოხსენებაში და დისკუსია ჰქონოდა ამაზე, ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას და გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე. მაგალითად მიღებული არის მსოფლიოში, რომ ძალიან გამომწვევად ჩაცმა, სიშიშვლე არ არის მისაღები თუნდაც ვიზიტორებისთვის. ეს ნორმალური რეგულაციაა, ოღონდ ეს მისი ფუნქცია იყო."- თქვა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ მხოლოდ წულუკიანში არ არის პრობლემა, მისი თქმით, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც "ასეთი კლოუნები" მოიყვანა და აუცილებელია, რომ ეს ხალხი არჩევნების გზით ჩამოცილდეს ხელისუფლებას.

"რაზე საუბრობს საერთოდ, ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა, მთელი მუღამი ამ საქართველოს სავიზიტო ბარათის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტული ამბის, რომელმაც ჩვენ საბჭოთა ჭაობს დაგვაცილა იყო ის, რომ ყველაფერი ხდება ელექტრონულად და სწრაფად და ახლა ამ ბოლო პერიოდში ქაღალდების მიტანა გჭირდება, უკან დაგვწია ამ უვიცმა, უწიგნურმა და ბნელმა," - განაცხადა ბოკერიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
777   (21.01.2020)
Fizikurad,moralurad,gulit, sulit,tvinit maxinjo da bandito BOKERIA shenistana banditi da mkvleli dgemde rom dausjelia NACBANDIS xrovis mkvlelo aradamianebo,amiroma gaqvt grdzeli enebi,tqven kargi patroni gchirdebat rom kvelani cixeshi amogalpot tqven yachagebo!

ლინდა   (21.01.2020)
არაფერიც არ ხდებოდაა კგბ-ს ჭორებს აყოლილო გამოშტერებულო არსებებო! ამ ტვინდახშულ ქალუკას ვინც იცავთ, გასაგებია რანი ხართ თქვე უბედურებო!

სიმართლე   (21.01.2020)
თქვენ "ნათელნო" და "წიგნიერნო" გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს დროს ციხეებში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×