რეზონანსი
21.01.2020

რუსეთში, ქართველი "კანონიერი ქურდის" გიორგი უგულავას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საერთო ჯამში 200 ტომს მოიცავს. მას კრიმინალურ წრეებში „ტახის" მეტსახელით იცნობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნა 11 000 ფურცელზე მეტია, რადგან საქმეში 170 დაზარალებულია. გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, „ტახი" და კრიმინალური იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი სხვა პირები თავიანთი გავლენების გაფართოებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით არეკეტებდნენ მეწარმეებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც „კანონიერი ქურდის სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდური ქონება და ფინანსები დათმეს.

წარმოშობით ქართველი გიორგი უგლავა 58 წლისაა და დიდი ხანია რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ის „კანონიერ ქურდად" 25 წლის ასაკში „მონათლეს" და ამჟამად ქურდულ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×