რეზონანსი
22.01.2020

სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართავს, რომ სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს. წერეთელი აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს“ ინკასო მოხსნილი აქვს.

„ინკასო მოხსნილია სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით, თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ „ჩელენჯი“ – „TV პირველი“ იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.

ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“ - წერს ვატო წერეთელი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (22.01.2020)
წამწომი შეგიძლია შენს თანამშრომლებს ჩაურთო.

ИНЦИТАТУС   (22.01.2020)
Шен ромели Медеа хар, Ясонастан ертад ром гаикца квекидан да шемдег бавшвеби дахоца? Ес ра меоред моевлине Колхидас? Цота азриц миатане родесац рагацеебс джгабни. Саинтересоа ахла вистан ертад гаикцеви? Амбобен Лаврови чамодисо да ецаде ар гаушва хелидан асети магари шанси.

მედეა   (22.01.2020)
ღვთის გულისათვის, გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს სახელისუფლებო არხები---1)ხელისუფლებას რომ აქებს?--სად არის, მიმასწავლეთ! 2) კერძო პირი რომ არ აფინანსებს?--"იმედი"-პატარკაციშვილების არ არის?! 3) პირველი არხი, რომელიც ხელისუფლების სირცხვილი უფროა, რადგან უამრავ მის საგინებელს გვაწვდის და ა რ ა ო ბ ი ე ქ ტ უ რ ო ბ ი ს შესანიშნავი მაგალითია? 4) "ობიექტივი", სადაც "ოცნების საწინააღმდეგო სიტყვა მკვეთრ ფაზაშია? ცნობილია, რომ - არ არსებობს კარგი მთავრობა---მაგრამ, თავზე ნაცრის წაყრა მაინც-გამაღიზიანებელია და დაჩაგრულის მხარეზე დგომის სურვილს გიჩენს, ალბათ, ამიტომ არ ზღუდავს მთავრობა არაობიექტური შეფასებების ხალხის ყურამდე მისვლას, რომ არჩევნებში მზარდი ხმები მოიპოვოს. ისინი, ვინც არჩეული ხელისუფლების დასამარებას არაობიექტური შეფასებებით ცდილობს--საპირისპირო შედეგის დადგომის გარანტორი ხდება. ილაპარაკეთ გადამოწმებული ინფორმაციით- ს ი მ ა რ თ ლ ე! გამრუდებული სიმართლე დაგაზიანებთ, ხალხო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×