რეზონანსი
22.01.2020

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წინ აღმართულ კონსტრუქციაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წინ არსებული სივრცე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ საუყოვნებლივ საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას.

"პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. არსებული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მინდა ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მოწესრიგებაც. ჩვენ პროექტი გასული წელს შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე თბილისში", - აღნიშნა კალაძემ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (22.01.2020)
ეს იგივეა როცა ოჯახი მშიერი,ავადმყოფი,ჩაუცმელი გყავს და შენ კი ძვირად ღირებულ რემონტს იწყებ. ვაი თქვენს პატრონს.

სიმართლე   (22.01.2020)
გადაიტანეთ პარლამენტი სასწრაფოდ უკან ქუთაისში კალაააა!!როგორც პატარძალს არ აცდება ისე თქვენ არ აგცდებათ შენივე 31 ათასიანი ნაგვის ურნებში ჩაყრა!!!

გელა   (22.01.2020)
მაგ აღებულ ფილებს დაგაწყობენ გულზე მალე შენ და შენს პატრონ ბიძინას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×