რეზონანსი
22.01.2020

იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.

როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით, დასტურდება რომ მოხუცისადმი არასათანადო მოპყრობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოხუცი მამაკაცი მონოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

52 წლის ქართველი ბარის ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალი წაუყენეს მოხუცისადმი არასადანადო მოპყრობისთვის, დაზიანებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×