რეზონანსი
22.01.2020

მარტვილის ეპარქიაში დიდი გარჩევები და ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირსა ადგილობრივი ბიზნესმენის ოჯახის წევრებს შორის მოხდა.

ძმებმა კეკურტიებმა, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ სამეგრელოში - კონფლიქტის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეკლესიის წინამძღვრის, მამა დანიელის დასჯა და ეპარქიიდან განკვეთაც მოსთხოვეს, თუ რა მოხდა მარტვილის ეპარქიაში, "კურიერმა" დეტალურად გაარკვია.

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრის თქმით, დაპირისპირება ადგილობრივი გავლენიანი გვარის წარმომადგენლებთან შობა დღეს მოხდა.

ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ მარტვილის ეპარქიაში ტაძარს, გარკვეული პერიოდის წინ, ძვირადღირებული ხატი შესწირა, თუმცა მაშინდელ მიტროპოლიტთან მეუფე პეტრე ცაავასთან დაპირისპირების გამო საჩუქარი ისევ უკან, უკითხავად წაიღო.

ტაძარში შობის ღამეს მისულ კეკუტიას ძმისშვილს მამა დანიელმა ეს ისტორია შეახსენა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ძმისშვილმა ამბავი თავის ბიძაშვილებს, კლიმენტი კეკუტიას შვილებს მოუყვა, რომლებმაც მამა დანიელს სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძმები კეკუტიები ჭყონდიდის ამჟამინდელ მიტროპოლიტთან, გრიგოლ კაციასთან კონკრეტული ულტიმატუმით მივიდნენ და მეუფე გრიგოლს ჭყონდიდის ეპარქიიდან მამა დანიელის გაშვება მოსთხოვეს.

ინფორმაციას ადასტურებს მიტროპოლიტიც. გრიგოლ კაცია ამბობს, რომ კეკუტიებს და მათთან ერთად მყოფ რამდენიმე ადგილობრივს ურჩია, საეკლესიო ცხოვრებაში არ ჩარეულიყვნენ.

მამა დანიელი ადგილზე რჩება და განაგრძობს მღვდელმსახურებას - მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებით, ის რჩება ეპარქიაში და ამაზე მას სავარაუდოდ თანხმობა საპატრიარქოსგანაც აქვს - რადგან, როგორც ცნობილია, მიტროპლიტი ამბის გასარკვევად და საკუთარი გადაწყვეტილების შესათანხმებლად თბილისში საგანგებოდ იყო ჩამოსული.

წყარო: "რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×