რეზონანსი
23.01.2020

რუს­თავ­ში, მშე­ნე­ბელ­თა ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მამა-შვი­ლი გუ­რამ და იაგო გოგ­ბა­ი­ძე­ე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ. მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლის გა­მათ­ბობ­ლი­დან სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვი გახ­და. ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის ძმა გახ­და, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ, რაც მამა-შვი­ლი კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­ვი­და, 21 იან­ვარს, და­კე­ტი­ლი ბი­ნის კარი შე­ამ­ტვრია. ად­გილ­ზე შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდათ: იაგო გოგ­ბა­ი­ძე სა­წოლ­ში იწვა, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე კი, აბა­ზა­ნას­თან, დე­რე­ფან­ში. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძეს მისი თა­ო­ბის რუს­თა­ვე­ლე­ბი და არა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლე­ბი, კარ­გად იც­ნო­ბენ, რო­გორც “სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის” აქ­ტი­ურ წევ­რს, დი­სი­დენტს, “წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის” რუს­თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს.

“სა­ოც­რად დიდი პატ­რი­ო­ტი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, რა­ი­მეს რომ იტყო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და, სა­მარ­თლი­ა­ნი და სი­ტყვის კაცი იყო. “ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის” წევ­რი ვი­ყა­ვი, მა­შინ ფა­რუ­ლად, ია­ტაკ­ქვეშ, თბი­ლის­ში ვაჟა მთავ­რიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1989 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­ტო­ნი გუ­რა­მი, სწო­რედ მისი თა­ოს­ნო­ბით შე­იქ­მნა შემ­დგომ “წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა”. იმ დროს, ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად ერ­თ მუშ­ტად ვი­ყა­ვით შეკ­რუ­ლე­ბი, რომ ამ გა­ჭირ­ვე­ბას ვერ ვგრძნობ­დით.

კოს­ტა­ვას ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვგეგ­მავ­დი აქ­ცი­ებს, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რებს. გუ­რა­მი, რუს­თავ­ში ატა­რებ­და საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გებს, ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ამ პრო­ცესს, მე რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, ხალ­ხს ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვუხ­სნი­დი, თუ რა­ტომ უნდა გამ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ბა­ტონ გუ­რამს მი­ტინ­გი მი­ყავ­და, ბევ­რი გვლან­ძღავ­და მა­შინ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გვერ­დში გვედ­გა”, – განუცხადა  "ამბებს" გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის მე­გო­ბარ­მა, თა­ნა­მებ­რძოლ­მა, პე­და­გოგ­მა და ის­ტო­რი­კოს­მა თა­მარ ცნო­ბი­ლა­ძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (23.01.2020)
natelhi gamkopot upalma


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×