რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 და 15 წლის გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას" ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.

მედიკოსების თქმით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანება და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდათ. მათ ყველა საჭორო სამედიცინო პტოცედურა უტარდებათ. თუ როდის გაწერენ გოგონებს ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ორ გოგონას, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი მალევე იპოვეს და დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×