რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) გამოღვიძება ჯერ არ იგეგმება - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

კონსტანტინე გამსახურდიამ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მდგომარეობა უცვლელია და მკურნალობა რეანიმაციის პირობებში გრძელდება.

„ისევ ის მდგომარეობაა. მკურნალობა გრძელდება რეანიმაციის პირობებში. გამოღვიძება ჯერ არ იგეგმება" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაშია გადაყვანილი.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს - ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×