რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) გორში, კაფე მერცხალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული, რომელსაც თავის ქალის ტრავმა აქვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×