სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.01.2020

    (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. „ანუ, გვეუბნებიან, რომ 14 ნოემბრის შემდეგ პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობდა. თქვენ გახსოვთ, რომ 20 ივნისის შემთხვევაში იყოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ნიკა მელიამ, მიხეილ სააკაშვილმა, რასაც მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის ძალიან საინტერესო აღიარება იმის თაობაზე, რომ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა" იდგა. ეს აღიარებები და წამოცდენები არის ძალიან საინტერესო და ამას პასუხი გაეცემა ოქტომბრის არჩევნებშირაც შეეხება 20 ივნისს, კონკრეტული ზომები იყო მიღებული არა მშვიდობიანი დემონსტრანტების, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას. ძალა იყო გამოყენებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ.ამას მოჰყვა მშვიდობიანი მანიფესტანტების ჯანმრთელობის დაზიანებაც, რაც იყო ყველაზე მძიმე. რაც შეეხება 14 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პოლიციას არც ერთ შემთხვევაში არ უძალადია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. შესაბამისად, ამ წერილში არის ხარვეზი ამ მიმართულებით.„საუბარია ანაკლიის პორტის პოლიტიზირებაზე. ვინ ახდენს ამ საკითხის პოლიტიზირებას, კარგად ხედავს საზოგადოება - ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.თუ იყო ასეთი გლობალური სტრატეგიული ინტერესი, რაზეც ამ წერილშია საუბარი, კონსორციუმს ინვესტორის მოძიება არ გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც ფაქტები არის დამახინჯებული. ასევე წერია, რომ კონსორციუმის უკან იდგა აშშ, რაც ასევე არასწორია. პროექტის მხარდამჭერი პირველ რიგში არის საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს.კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ პროექტის მხარდამჭერები ვართ ჩვენ, მაგრამ აქ რაზეა საუბარი - მოცემულობის არასწორად შეფუთვა ხდება და საუბარი არის რაზე - რომ თითქოს ამ პროექტის განხორციელება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სურდა და ამისთვის იდგა სახელმწიფო კონკრეტული კონსორციუმის უკან, რაც არასწორია, რადგან აშშ, როგორც სახელმწიფო არ იდგა კონსორციუმის უკან. ეს იყო არსებითად ქართული კომპანია თავისი ქართველი ლიდერებით. ჯერ დაიწყეს დასავლური კომპანიების მოზიდვა, რაც ვერ მოახერხეს და შემდეგ გადავიდნენ სხვა კომპანიებზე და ესეც ვერ მოახერხეს.  რაც შეეხება სოციალური ქსელის გამოყენების თემას, მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, Facebook-ის შემთხვევაში ეწერა, რომ თითქოს „ქართული ოცნება" აღვივებდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ გრძნობებს.ეს ხომ ტყუილია, ასეთი კონტენტი არსად ვრცელდებოდა, Facebook-ში მილიონი ქართველია გაწევრიანებული და ყველა ხედავს, რა შინაარსი ვრცელდება„წერილში წერია - პოლიტიკური ფიგურები, მედია ოპერატორები, აქ საუბარია ძველ საქმეებზე. თუ იცით, ძველი საქმე, რომელიც მედია ოპერატორებზე არის აღძრული?! არის ერთადერთი საქმე, რომელიც ეხება ნიკა გვარამიას და ეს არ არის ძველი. ანუ, აქ ტყუილია გაპარული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (24.01.2020)
    ჩიჩილაკ!!შენ მგონია მალე მოგიწევს თმების გადაპარსვა,უკან გაიხედე უკვე მოდებული რომ გააქვთ თუ ვერ გრძნობთ იქნება დაინახო მაინც მარიონეტო!!

    jeki   (23.01.2020)
    ვაი ეს რა ყლეა ეს უპატრონო მოგიტყან გამზრდელი შე განდონით გაკეთებულო


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×