რეზონანსი
24.01.2020

ანიტა ფაცაცის დედა, მარიკო სადრაძე კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს:

"რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და იშვიათად მანერვიულებდა თავისი ავადმყოფობით. მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო. 

ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ იქ მარტოა, უჩემოდ. დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს ნახვის კანონიერი უფლება. დანარჩენი დრო მიწევს დაცვის ბიჭებთან ხვეწნა, ხან 200-კილოიანი დაცვის გატანა და ისე შესვლა, ხან ვდარაჯობ და როგორც კი გავა რომელიმე მათგანი ჩუმად ვიპარები.

აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო.

რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით. ახლა კი ვკარგავთ დღეებს, რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა.

ანიტა მართლაც განსაკუთრებული ბავშვია. უკვე ინდოეთის საავადმყოფოს ექთნებიც ლოცულობენ მისთვის. მეუბნებიან, რომ ის მათი რჩეულია, უყვართ, გიჟდებიან, ლოცულობენ. ერთ-ერთმა მითხრა ისე მიყვარსო, რომ ჩვენს ერთ-ერთ დღესასწაულზე მთელი ჩემი ოჯახი ანიტაზე ლოცულობდაო. მეორემ პატარა ხის ფიგურა მაჩვენა და ამიხსნა, რომ ეს იყო მათი ღმერთი და რაც ანიტა მისი პაციენტი გახდა, მას შემდეგ იყიდა ეს ფიგურა, რომ ელოცა. ყველას შეაყვარა თავი ამ პატარა ქალბატონმა. ახლა ინდოეთი და საქართველო ერთად ლოცულობს ანიტას გულისთვის.

მინდა მალე ვიყოთ ერთად. უკვე გაუსაძლისია ეს გაწელილი დღეები…”

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (11)
ჩაწერა სახელი
nellis   (24.01.2020)
gmerto shen gaadzliere da gamoajamrtele patara angelozi Anita! MAMA YFALO GMERTO kvela deda amkofe bednieri mis shviltan,gamdzleobasa da mshvidobas usurveb mtels tqvens ojaxs,Anita gmerts ebarebode!

ივლიტა ბაქრაძე   (24.01.2020)
ღმერთმა დაიფაროს და მალე გამოჯანმრთველებას ვუსურვებ, თქვენ კი გამძლეობას. ღმერთმა ქნას მალე ჯანმრთველები დაბრუნდეთ😘😘

გიული ყოჩიშვილი   (24.01.2020)
ღმერთო. შენ გადააფარე შენი მფარველი კალთა პატარა ანგელოზსს. ჩემო ფერია. შენ მაგარი გოგო ხაარ, ყველაფერი კარგად იქნება. გფარავდეს დედა ღვთისმშობელი. ❤💋

Jeni.   (24.01.2020)
Ufals vtxov ron male chzgekrat gulshi tkveni feria sriliad janmrtel.

ლელა   (24.01.2020)
უფალმა გამოგიჯანმრთელოდ ანიტა❤მალე ერთად და ბედნიერად იქნებით უამრავი წლები❤უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ❤.

😄   (24.01.2020)
ნუ გეშინია ყველაფერი უფლის ნებით კარბათ იქნება და ღმერთი სულ ერთად გამყოფებს.

მარიეტა ნანეიშვილი   (24.01.2020)
ყველაფერი კარგად იქნება მუდამ ერთად იქნებით ჯამრთელი და ბედნიერები ანიტა ძლიერი გოგოა და მალე გაგახარებთ თქვენ და ჩვენც

ნათელა ნოზაძე   (24.01.2020)
ნუ გეშინიათ ყველაფერი ჩაივლის მშვიდობით და ღმერთის წყალობით ისევ ერთად იქნებით

შორენა   (24.01.2020)
უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ანიტას. მალე დაგვიბრუნდეს საქართველოში ჯანმრთელი❤ გვიყვარხარ პატარა❤დედა ღვთისმშობელი გფარავდეს❤

ჭორლეონე   (24.01.2020)
ანიტა გელოდებით. რომ ჩამოხვალ ერთად მოვიაროთ მთელი საქართველო

lekso kutaisi   (24.01.2020)
kvelaperi kargad ikneba kalbatono ar inerviulot upali dagicavt avisgan da tkveni patara kali bednieri da janmreli ikneba upali ikos tkveni mparveli


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×