რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა.

ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

მერიაში განაცხადეს, რომ საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.

„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება", - აცხადებენ მერიაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×