რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ის სასამართლო პროცესს აღარ დაესწრება.

„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის გარიგება? ამიხსენით ვინმემ. შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა", - თქვა სასამართლოს ეზოში ზაზა სარალიძემ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკასაციო საჩივრები განიხილება, რომლებიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. დღეს გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმების იურიდიულ გაფორმებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×