რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, 1400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება.

„არის სურსათის, პროდუქტების ნაკლებობა. უკვე შეიქმნა ახალგორის საავადმყოფოში კომისია, სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ავადმყოფებს აძლევს თანხმობას და გადმოჰყავთ ახალგორის გამშვები პუნქტიდან. იმედი მაქვს, რომ შემდეგში უფრო სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. საზღვარი დღეს დროებით გახსნეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა. პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ სპეციალური საშვები აქვთ.

ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ არის ჩაკეტილი. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის თქმით, ის ჩაკეტილი იქნება, ვიდრე ქართული მხარე სოფელ ჩორჩანადან საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამშვები პუნქტი მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის რამდენჯერმე გაიხსნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×