რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაზიანებულია ორი ავტომობილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებულები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„კვირა"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×