რეზონანსი
24.01.2020

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კვლავ ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს და გაარკვიოს, რამდენად აქვს ადგილი მონოპოლიას და ფასების ხელოვნურ ზრდას. დოლიძემ კონკურენციის სააგენტოს ფასების შესწავლის მიზნით რამდენჯერმე უკვე მიმართა, თუმცა უწყებას მონიტორინგის შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

"ბევრი ჩვენი მოქალაქე დარდობს იმაზე, რომ მას ბევრად უფრო იაფი უჯდება უცხოეთიდან წამლების შემოტანა, თურქეთში გადაფრენა და ჩამოსვლა, ვიდრე საქართველოში წამლების შეძენა. კონკურენციის სააგენტომ სამ დღეში უნდა გვიპასუხოს, მიიღებს თუ არა ამ განაცხადს. ერთ თვეში ჩვენ ვაიძულებთ, რომ დადოს დასკვნა, რადგან ორი წელია რაც გაცხადებულია, რომ წამლების ფასებს შეისწავლის, მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ მათი დასკვნა, ისე მე არ გამიგია,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე მედეას   (26.01.2020)
ენძელა ეს რა მაგარი სიტყვა იცი "პროგრამა" აბა სიმართლე გვითხარი შენ ვინ დაგაპროგრამა

მედეა   (25.01.2020)
ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით, ანა, ლევან ხაბეიშვილივით იკლებთ შარმას--მუდმივი გაღიზიანებული სახის გამო. ვიცით, რომ ხარვეზი უამრავია, ყველა ვხედავთ და მტკივნეულად განვიცდით ამას, მაგრამ ი მ ე დ ი გვასაზრდოებს. დადეთ პროგრამა, მშვიდად გაანალიზეთ პოლიტიკურ ველზე გამოფენილთა შანსები, ლოგიკურად მოაზროვნე საზოგადოების წინაშე გააჩაღეთ ღირსეული შ ე ჯ ი ბ რ ი , ნუ იკბინებით, ნუ ლანძღავთ ხელისუფლებას-- ისინი ჩვენი არჩეულები არიან, თქვენ თუ უკეთესები ხართ--დ ა გ ვ ა ნ ა ხ ე თ, დაგვარწმუნეთ ისე კი არა---"კ ლ ა ნ ი მოქმედებს, საშველი არ არის ამ ხელისუფლების ხელშიო", რომ გაიძახით, ამასობაში გაიხსნა დოდო გუგეშაშვილის საქმე, ხორავას საქმე გამოსწორდა--რამდენი დადებითი მოხდა--ნული რეაქცია გაქვთ კ ა რ გ ზ ე , ცუდზე კი ყვირით და ილანძღებით, ვის მოეწონება ეს?! ლევან ხაბეიშვილის ცემა ადასტურებს იმას, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა ოპოზიციის ჭიჭყინი და უსაფუძვლო არასაკადრისი საქციელი! ჩაითრიეთ ახალგაზრდებიც (მამალი ოპოზიციონერების შ ვ ი ლ ე ბ ი და მისი მეგობრები) მათ ამით უ მ რ უ დ ე ბ თ ლოგიკურად აზროვნების უ ნ ა რ ს, ქუჩის აქციებისკენ უბიძგებთ და გგონიათ ამით გაიმარჯვებთ? ბიძინას დაამხობთ, ნაცებს დააბრუნებთ და იქნებით მხიარულად?! კ ლ ა ნ ი აღარ იარსებებს? ჰარმონია დამყარდება?! დაფიქრდით, სანამ გვიან არ არის და ჯერ კიდევ უ ო მ რ ა დ მიედინება საქართველოს არსებობა. მტერი გაფაციცებულია, როდის მოგვიქცევს კ ლ ა ნ ჭ ე ბ შ ი! ზვიადს აუშარდნენ ასე და რაც მივიღეთ ხომ იცით! ჭკვიანი პროფესორი ხართ, მიკვირს ამას რომ არ აანალიზებთ!

1234   (24.01.2020)
გადმოიღონ თურქეთის მოდელი. რატომ არ იღებენ? იმიტომ ჯერ სააკამ და მისმა კორუმპირებულმა ელიტამ მოახდინა სამედიცინო და სააფთიაქო ბაზარის კონტროლის გარე დაყენება და მერე ივანამ გადამოიბარა მოდელი თავისი პარლამენტში ჩამჯდარი სააფთიაქო ლობით. 500-800% -იან მოგებაზე მუშაობენ ბიჭები და ღატაკ მოსახლეობას ატყავებენ კიდევ უფრო. რატომ უნდა ღირდეს საქართველოზე ორჯერ დეა მეტად მდიდარ თურქეთში წამალი უფრო იაფი ვიდრე საქართველოში??? გასცეს ამაზე პასუხი ქალბატონმა მინისტრმა და მთავრობამ.

ucha   (24.01.2020)
ai eset nichier adamians ro tanamdebobaze ar danishnav ocneba daaxviet vabshe


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×