რეზონანსი
24.01.2020

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

"ამჟამად ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, ჩვენი სამი თანამემამულე იმყოფება. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან. ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და არაფერი ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ არც დაემუქრება მომავალში." - ამის შესახებ ჩინეთში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

არჩილ კალანდიას განცხადებით, საელჩო კონტაქტზეა ჩინეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ქართველებთანაც.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×