რეზონანსი
24.01.2020

კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის ჩინეთში, ქალაქ უხანში 1000 საწოლიან საავადმყოფოს აშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კორონოვირუსით ამ დროის მონაცემებით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 800-ზე მეტი კი ინფიცირებულია. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში დაფიქსირდა.

"ახალი საავადმყოფოს მშენებლობა სამედიცინო რესურსის დეფიციტმა გამოიწვია. იმის გამო, რომ საავადმყოფო ასაწყობი კონსტრუქციით შენდება, დასრულდება ძალიან მალე."- ნათქვამია განცხადებაში.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×