რეზონანსი
24.01.2020

ვერძი

ქალებს წარმატებული დღე ელით. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, საქმის წარმატებით დასრულება ან ახალი გატაცება. მამაკაცებთან საქმე უფრო რთულადაა. მათ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი უნდა განსაზღვრონ და უფრო თავშეკავებულად იმოქმედონ.

კურო

ფრთხილად იყავით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ. ორი დღის შემდეგ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თქვენი ავტორიტეტი იზრდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სამსახურეობრივი პოზიცია შეიცვალოს, თუმცა რა მიმართულებით, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ვიღაც ძალიან ცდილობს, რომ დაგაზიანოთ.

ტყუპებს

ეს დღე ფიზიკურ დატვირთვებს, ინფორმაციის მიღებას და სიყვარულს უკავშირდება. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო ან ახალი სამსახური იპოვოთ. ფინანსურ საქმეებშიც წარმატება გელით. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიან შეხვედრებს წარმატებით დაასრულებთ. გამორიცხული არ არის კარიერული წინსვლა.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება ჯობს. მოსალოდნელია კარიერულ საფეხურზე ცვლილებები, თუმცა ეს თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. სამსახურში არაკეთილმოსურნეთა ჭორები და ინტრიგები გელით. კარგი იქნება, თუ სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვალთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. პოლიტიკოსებს ვურჩევთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვრონ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენმა სიკეთემ დაგაზარალოთ და ბოლო დროის ყველა მცდელობა წყალში ჩაგიყაროთ.

ქალწული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს. ხელსაყრელი დღეა როგორც მუშაობისთვის, ისე დასვენებისთვის. ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენისგან.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ახალი იდეების ან სტრატეგიის წყალობით საქმიან შეხვედრას წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ოპტიმიზმი, პიროვნული მომხივლელობა და დახვეწილი დიპლომატიურობა პარტნიორებს თანამშრომლობას აიძულებს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ქორწინების, ახალი კონტაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თქვენი წესიერების, საქმიანი თვისებებისა და სიბრძნის წყალობით ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ. ეს დღე დიდ სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებას და სიყვარულს უკავშირდება. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ ან მოღვაწეობის სფერო შეიცვალოთ. საკუთარი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ახალი იდეების ან სტრატეგიის წყალობით საქმიან შეხვედრას წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ოპტიმიზმი, პიროვნული მომხიბვლელობა და დახვეწილი დიპლომატიურობა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს.

მერწყული

ტყუილების და იმედგაცრუების დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა უარესდება, ამიტომ თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენისგან. გამორიცხული არ არის ძარცვა, ქურდობა, ხანძარი ან უბედური შემთხვევა. განსაკუთრებული ყურადღება შვილებს მიაქციეთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სახლში რემონტისა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის. მოსალოდნელია ახლობელი ადამიანების მხრიდან ფინანსური დახმარება. კარიერულ კიბეზე ცვლილებები მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა თევზებს ვურჩევთ გართობაზე ნაკლები დრო დახარჯონ და საკუთარი თავის რეალიციაზე მეტი იზრუნონ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×