რეზონანსი
25.01.2020

თურქეთის ქალაქ ელაზიღში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურები. ცეცხლი ერთ-ერთ სახლს უკიდია.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შედეგად დაინგრა რამდენიმე შენობა. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი. მათგან ორი სტიქიას ქალაქ ელაზიღში ემსხვერპლა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×