რეზონანსი
25.01.2020

თურქმა სამართალდამცავებმა ქართველი მეზღვაური დააკავეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეზღვაურის დაკავება სავარაუდოდ თურქეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა გახდა.

"გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომ ქართველი მეზღვაური თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს, შესაბამისად, ინფორმირებულია ჩვენი საკონსულო ანკარაში. მიმდინარეობს პროცედურები რატომ დააკავეს ჩვენი მეზღვაური, წინასწარი ინფორმაციით, მეზღვაური საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დარღვევის გამო დააკვეს. სავარაუდოდ მისი დეპორტაცია მოხდება", - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

წყარო: ნიუპოსტი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.01.2020)
საწყალი ჩვენ8 მეზღვაურები, სად აღარ შეხვდები მათ. კონგოში, ზაირში, სიერალეონეში, ტრაკში..ოღონდ საქართველოში არა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×