რეზონანსი
25.01.2020

"რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უკულ­ტუ­რო მი­ნის­ტრი" - ეს და სხვა უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვას პერ­სო­ნას.

ექ­სტრა­ვა­გან­ტულ­მა ლი­უ­ბი­მო­ვამ ვლა­დი­მირ მე­დინ­სკი შეც­ვა­ლა. მან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტი 21 იან­ვარს, მას შემ­დეგ და­ი­კა­ვა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ხა­ილ მი­შუს­ტინ­მა მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი რუ­სეთ­ში არც თუ ისე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა, თუმ­ცა რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი წერს, ის პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა გზას იყე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში მისი ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ამო­წი­ეს, სა­დაც მათი თქმით, "ახა­ლი მი­ნის­ტრის ინ­ტე­რე­სე­ბი და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ჩანს"."კულ­ტუ­რი­სა და ეს­თე­ტი­კის­გან შორს მყო­ფი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ვი­თომ ლი­ბე­რა­ლურ ხედ­ვა­სა და მიდ­გო­მებს ამ­კვიდ­რებს..." - ასე აფა­სე­ბენ მას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. თუმ­ცა, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე, ენერ­გი­უ­ლი და ძლი­ე­რი ბუ­ნე­ბის ქა­ლია.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ის კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და. "მისი დახ­მა­რე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. აგ­რე­სი­უ­ლად აფა­სებ­და უაზ­როდ გა­ხარ­ჯულ ბი­უ­ჯე­ტის თან­ხას... თუმ­ცა, მა­ინც ჯო­ბია ფრთხი­ლი იმე­დე­ბი გვქონ­დეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ლი­უ­ბი­მო­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბარ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნოს დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, მას მა­ი­სურ­ზე ასე­თი ტექ­სტი აწე­რია: "ვინ ხართ? რა გინ­დათ?!. არ გიც­ნობთ და წა­დით თქვე­ნი...".

რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე წერ­და, რომ არ ეს­მის, რა არის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ასე­ვე, მოს­კოვ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის მო­საზ­რე­ბას ასე გა­მო­ხა­ტავ­და;

"რა გი­თხრათ აბა - ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მი­ტინ­გებ­ზე მხო­ლოდ ის ლო­თე­ბი და უსაქ­მუ­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ არაყს სვამ­დნენ..." - წერ­და ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა.სკან­და­ლუ­რი ფრა­ზე­ბი ავ­ტო­რი ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა თე­ატ­რა­ლუ­რი წრი­დან მო­დის. ის შე­პ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რის, ბო­რის ლი­უ­ბი­მო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი დიდი ბა­ბუა მხატ­ვრუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. დე­დაც მსა­ხი­ო­ბი ჰყავს... თა­ვად მას მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ­ზა­დებ­და გა­და­ცე­მას "Ортодокс", "Православный календарь" და სხვა... შემ­დეგ, ერთ-ერთი არხზე თოქ-შოუც მი­ყავ­და.

წყარო: "ამბებ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Virtxa   (26.01.2020)
ფუჩულების გამოყენება ეცოდინება კულწურის მინისტრს, ნიჩიო, ნაროდნია ეგ მაგათთვის.

ჭორლეონე   (25.01.2020)
კილკა ბრაგა და ბევრი ყლე ჩემო ოლგა, აბა შენ იცი

რუსეთი ოკუპანტია   (25.01.2020)
შეგეცი კულტურულად ოლგა ;)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×