რეზონანსი
26.01.2020

სოციალურ ქსელში სპეციალურად ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში, ანიტას დედა მარიკო სადრაძე ვრცელ და ემოციურ პოსტს წერს, ის ანიტას შესახებ ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

"რადგანაც რეანიმაციაში შესვლა დიდი პრობლემაა, მეტი დრო გამომიჩნდა თქვენთან სასაუბროდ და დღეს შემაჯამებელსაც მე დავწერ. 

1. რატომ ვცდილობ რეანიმაციაში უკანონო შეჭრას? მიუხედავად დიდი გასანცდელისა, აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და კარგად ვაცნობიერებ რა არის ჩემი შვილისთვის კარგი. დაბადების წამიდან მე და ანიტა სულ ერთად ვართ. ახლა კი, ყველაზე მძიმე პერიოდში, დარჩა მარტო. თქვენ არ გინახავთ მისი შეშინებული თვალები, როდესაც იქ შევდივარ. არც ერთი ნორმალური დედა არ მიატოვებს ამ დროს შვილს და ზუსტად ვიცი დაცვას კი არა, მთას გადადგამს გვერდით და ისე შეაღწევს მის სანახავად. ექიმებიც აცნობიერებენ იმას, რომ 2 წლის ბავშვის აბსოლუტურად უდედოდ დარჩენა არ შეიძლება და ისინიც ხშირად მაძლევენ შესვლის ნებას. 

2. თუკი იყო მკურნალობის შანსი, რატომ თქვა ევროპამ უარი? ევროპაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გულის გადანერგვას უკეთებენ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს (მიზეზია დონორთა ორგანოების სიმცირე). ავსტრიას მკურნალობაზე არ უთქვამს უარი, თუმცა მკურნალობის პროცესში, რომ მომხდარიყო ის, რაც ინდოეთში მოხდა, ქირურგიულ ჩარევას ვერ გააკეთებდნენ, თავისი კანონიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ევროპა და წამოვსულიყავით ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველანაირი პროცედურა ჩაუტარდებოდა ანიტას, რაც იმ მომენტისათვის საჭირო გახდებოდა. ევროპასთან ვცადეთ მოლაპარაკება, რომ ხელოვნური გული მაინც გადაენერგათ, რათა ბავშვისთვის თვითმფრინავით მგზავრობა ყოფილიყო უსაფრთხო, შემდეგ კი წამოვიდოდით ინდოეთში, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ, 

3. რატომ არ წავიყვანეთ რუსეთში? მთელი რუსეთი და უკრაინა ინდოეთში მოდის გადასანერგად. ახლაც ნახევარი კლინიკა სავსეა რუსულენოვანი პაციენტებით. 10 წლამდე ბავშვებში გულის გადანერგვა რუსეთში არ კეთდება.

4. რატომ თქვა ბელორუსიამ უარი? რუსეთის მსგავსად, ბელორუსიაც არ მუშაობს 10 წლამდე პაციენტებთან. მაშასადამე, ერთადერთი გამოსავალი იყო ინდოეთში წამოსვლა, მაგრამ გამზადებულ დონორს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაგახვედრებს, რადგან დონორი უნდა იყოს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანი, რომელიც ზომით, წონით, სისხლის ჯგუფითა და სხვადასხვა კრიტერიუმებით შეესაბამება პაციენტს და რომლის მშობლებიც გამოთქვამენ მზაობას, რომ გააკეთონ კეთილი საქმე და გადაარჩინონ სხვა ბავშვის სიცოცხლე. 

ექიმი ბალაკრიშნას, ტაქტიკა ასეთია: ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს გულის გადანერგვა ან საერთოდ დაუმორჩილოს პაციენტი მკურნალობას, რათა აირიდოს თავიდან ეს ურთულესი ოპერაცია. ანიტასთანაც ამის მცდელობით დაიწყო, მაგრამ ეს დაავადება არის ვერაგი და არაპროგნოზირებადი. ახლა იძულებულები ვართ სხვადასხვა მექნიკური ხელსაწყოების საშუალებით დაველოდოთ დონორს. თუმცაღა, რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტების უმრავლესობას ხშირად ეთესებათ სისხლში სხვადასხვა სახის ინფექცია. ეს მსოფლიოს ყველა რეანიმაციის ზოგადი პრობლემაა და არა მხოლოდ ინდოეთის.

ჩემ გარშემო არიან მეგობრების არმია, ოჯახის წევრები და ამ ადამიანებმა მსოფლიო შეაზანზარეს. დამერწმუნეთ, მსოფლიოს ყველა წამყვანმა კლინიკამ იცის უკვე ანიტას შესახებ" - წერს მარიკო სადრაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Levani.   (26.01.2020)
Sruliad getanxmebit.anita kargad iqneba.bevri xalxi vloculobt mis gamojanmrtelobaze.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×