რეზონანსი
26.01.2020

სტამბოლის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას სავარაუდოდ, ორშაბათს გააღვიძებენ. ამის შესახებ „2020NEWS“-ს  ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაშია გადაყვანილი.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (26.01.2020)
გახსენი ანგარიში და ჩვენ ყველა დაგეხმარებით, რომ ხიხოს თანხა უკან დაუბრუნო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×