რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) თურქეთის ელაზიღის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა და მისი დედა გადაარჩინეს. მათ მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებაში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს.

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, დედა-შვილი უვნებლები არიან.

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 31-ს მიაღწია, დაშავებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 22 ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში იმყოფება.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 460-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×