რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ჩინეთის ხელისუფლება დაეხმარება უხანში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„აშშ-მა უხანში გენერალური საკონსულოს თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩინეთი ეპიდემიოლოგიური დაცვის წესების დაცვით შესაბამის ზომებს მიიღებს და დაეხმარება მათ ამაში", - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გენერალური საკონსულოს პერსონალის გარდა უხანიდან სამშობლოში რიგითი ამერიკელებიც დაბრუნდებიან. სპეციალური რეისი ჩინეთიდან სან-ფრანცისკოში 28 იანვარს ჩავა.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×