რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალდებული იმედოვნებს, რომ გამოძიება "ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს".

"არსებულ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს. გამოძიება არის შეცდომაში შესული და ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ", - განაცხადა ზაზა მურჯიკნელმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (26.01.2020)
დოდომ გაუღო კარი, სახეზეც და ფიზიონომიზეც დააკვირდებოდა, ვერ ცნობს ახლა? შეცვლილი აქვს გარეგნობა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×