რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ჭყონდიდის ახლმა მიტროპოლიტმა მამა ანდრია სარიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა.

მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამა ანდრია სარიას სამჯერ მიმართა თხოვნით, მან აირჩია ეს გზა და დატოვა ეპარქია.

„მას 15 წელია, ვიცნობ. სამჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩია ეს გზა. დატოვა პეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში.

ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×