სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.01.2020

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი დღეს დააკავეს და მეზობლის, 22 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. ნათესავები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გოგონა შშმ პირია. მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის დნმ ანალიზიც.

    ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოგონას ახლობლები და სოფლის სხვა მცხოვრებლები ბრალდებულის სახლთან მივიდნენ. ადგილზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

    ადგილზე ახლაც მობილიზებულია პოლიცია.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1955 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×