რეზონანსი
27.01.2020

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურმა ჯგუფმა მცხეთის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალს, წყლიდან ამოყვანისას გული გაუჩერდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე იყო.

ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ნიუპოსტი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×