რეზონანსი
27.01.2020

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს. ეს აქცია პერფორმანსი, როგორც აქტივისტები ამბობენ, სიმბოლურად მართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე ყოფნას აღნიშნავს.

ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ლიდერები.

აქციის მონაწილეები სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ საკრებულოს შენობის კედლებზე, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ.

"თქვენ როგორც იცით პარლამენტის წევრს უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში. საკრებულო დღეს ციხე-სიმაგრესავით არის გადაქცეული. მესამე შესასვლელეთან მოვედით და ყველა შესასვლელთან გვეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელიდან შეგვიშვებენ. რეალურად კი ციხე-სიმაგრესავით აქვს გადაქცეული ეს შენობა ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი ემალება საკუთარ ხალხს, გამომდინარე იქიდან რომ იცის მოახლოებულია მისი პოლიტიკური დასასრული",- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
😙😃😡მ   (27.01.2020)
ბოკუჩავა გამაჟიმია ისე როგორც მიშა ჟიმავდა ხალხს.

111   (27.01.2020)
ნაცებისა და მისი მიმდევრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს ოვიკითხავ!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×