რეზონანსი
28.01.2020

(რეზონანსი) რუსეთმა ქვეყნიდან იაპონელი ჟურნალისტი გააძევა, რომელსაც „შორეულ აღმოსავლეთში" მდებარე სამხედრო ობიექტებიდან საიდუმლო ინფორმაციების მოძიება ედება ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ AL JAZEERA ავრცელებს.

იაპონელი ჟურნალისტი, რომელიც კიოდოს საინფორმაციო სააგენტოსთვის მუშაობდა, უარყოფს ბრალდებას შპიონაჟთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული იაპონელი მამაკაცი 25 დეკემბერს დააკავეს ვლადივოსტოკში და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს, რომლის შემდეგაც მას მოსთხოვეს, რომ 72 საათში დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ქვეყანა.

უსაფრთხოების მიზეზების გათვალისწინებით, რეპორტიორმა რუსული უშიშროების მიერ მისი საქმიანობის აღმოჩენიდან მეორე დღესვე დატოვა ქვეყანა. ზემოხსენებულ დიპლომატიურ სკანდალთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩი დაიბარა ოფიციალური განცხადებისთვის. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ შეუძლია მომხდარ ფაქტზე კომენტარის გაკეთება, რადგან ცილისწამებად მიიჩნევს გავრცელებულ ბრალდებებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×