რეზონანსი
28.01.2020

უგეზო მთვარეა 05:10 დან 15:50 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თქვენი ენაწყლიანობისა და დაკვირვებულობის წყალობით დღის განმავლობაში როგორც ახალი ნაცნობობისგან ასევე კოლეგებისგან კომპლიმეტებსა და ყურადღებას დაიმსახურებთ.

კურო

თქვენს სივრცეში გამოჩნდებიან საკმაოდ კეთილგანწყობილი ადამიანები და მათი თანადგომით მარტივად გაუმკლავდებით ჭორიკანა და შურიან ადამიანებს, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ თქვენთვის პრობლემების შექმნას.

ტყუპები

არის ალბათობა რომ სხვათა სასიყვარულო საქმეებში ჩარევა მოგიწიოთ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება რადგან თქვენზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი

იყავით მეტად დაკვირვებული, ნუ დაკმაყოფილდებით იაფფასიანი კომპლიმენტებით, ვისაც თქვენი სიყვარულის მოპოვება სურთ დაპირებების გარდა მეტს უნდა ეცადონ.

ლომი

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, იმიჯს. მოემზადეთ შთამბეჭდავი შეხვედრებისთვის, გაგახარებთ ასევე მოულოდნელი სტუმრიანობა.

ქალწული

ისაუბრეთ თქვენს გეგმებსა და სურვილებზე თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან, ამგვარად უფრო მალე მიაღწევთ საწადელს, არავინ იცის ვინ რითი შეძლებს თქვენს მოტივაციასა და დახმარებას.

სასწორი

ნებისმიერი არჩევანის წინაშე თუ აღმოჩნდით თქვენს ინტუიციას მოუსმინეთ, თავად გადაწყვიტეთ ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან.

მორიელი

შესაძლოა დღეს აღმოაჩინოთ რომ არ გაკმაყოფილებთ გარემომცველი სივრცე, გაალამაზეთ, გარდაქმენით ის თქვენთვის სასურველ გარემოდ და ფერებად. შეხედეთ სამყაროს განსხვავებული თვალით.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა თქვენი მისამართით ნათქვამმა კრიტიკულმა შენიშვნამ ან არაკორექტულმა ფრაზებმა განწყობა გაგიფუჭოთ და თქვენზე არასასურველი გავლენა მოახდინოს, ამიტომ კარგი იქნება თუ მეტ სიმშვიდეს გამოიჩენთ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომების გასწორების დღე ეწოდოს, დაასრულეთ ძველი საქმეები და მოახდინეთ მიმდინარე საკითების გადახედვა-კორექცია. საღამოს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სულ მალე თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება.

მერწყული

ახალი თავგადასავლების დრო დადგა, ნუ გადაიტვირთებით სამსახურის საქმეებით, რადგან არის შეცდომების დაშვების ალბათობა. მეტად დაისვენეთ და დრო დაუთმეთ გართობას.

თევზები

მატულობს თქვენი ამბიციები, შესაბამისად გიწევთ მეტი შრომაც, თუმცა ეს კარგად აისახება თქვენსავე ფინანსურ მდგომარეობაზე და ახლო პერსპექტივებზე.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×