რეზონანსი
29.01.2020

უჰანელი ექიმი სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და ვახშმობისგანაც კი. ვერაგი ვირუსი ძალიან საშიშია გარშემომყოფებისთვის. "თუკი ერთი ადამიანია დაავადებული, მის გარშემო 10 ავადდება", - ამბობს ჩინელი ექიმი.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 132 ადამიანია, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 6000-ს გადააჭარბა.

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ დღეში - 26-ით, დადასტურებული შემთხვევების კი - 1500-ზე მეტით მოიმატა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×