რეზონანსი
29.01.2020

აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამერიკის თვითმფრინავი, რომელსაც 240 მოქალაქე გადაჰყავდა, ანჩორაჯში, ალიასკაზე დაეშვა, სადაც საწვავის მარაგს შეავსებს და საბოლოოდ კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე დაეშვება. თავდაპირველად, გასაზღვრული იყო, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაჯდებოდა, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა.

აშშ-ს პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დოისთვის ჩინეთი 206-მა იაპონიის მოქალაქემ დატოვა, რომლებიც ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. ბორტზე მყოფი ყველა პირი კარანტინშია, ხოლო ისინი, ვისაც ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდათ, სამკურნალოდ კლინიკებში გაიგზავნენ.

უახლოეს დღეებში ევაკუაციას გეგმავენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს სულ მცირე 132 ადამიანი ესხვერპლა. დაავადებულთა რიცხვმა კი 6000-ს მიაღწია.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×