რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ლელოს" რიგებში.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ამის შესახებ ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონიათ.

„ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის შესაძლოა, „ლელოს" რიგებში ვიხილოთ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული GOOGLE!   (13.02.2020)
"პიპკას" სად შეარჭობ რა მნიშვნელობა აქვს!!!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×