რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს".

როგორც კალაძემ განაცხადა, სამადაშვილი „სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის".

„რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესათავაზა, რათა გულდასმით შეისწავლონ დაშეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (13.02.2020)
tuhpuhura

Gela   (13.02.2020)
რა ყლე ხარ კახა. ნეტა იცოდე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×