რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა ფესვებში კარანტინი გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ მიზეზებზეა საუბარი, რამაც სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია.

„ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიმატა მოსწავლეთა ავადობის მაჩვენებელმა, დღევანდელი მონაცემებით, მოსწავლეთა 42% არ გამოცხადდა სკოლაში სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციის გამო! სკოლამ მიიღო რეკომენდაციები როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეაჩეროს სასწავლო პროცესი! გაცდენილი აკადემიური საათები ანაზღაურდება" - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სკოლის დირექტორი მანანა გვრიტიშვილი აცხადებს, ორ მოსწავლეს A და B ტიპის ვირუსი დაუდგინდა, გამოვლინდა ჩუტყვავილას შემთხვევებიც.

„ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე დღით. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსწავლეთა ავადობამ 55% -ს მიაღწია. ყოველდღიურად 10-12 ბავშვის გაბრუნება გვიწევდა სკოლიდან, რადგან ზოგს სიცხე ჰქონდა, ზოგს პირღებინება და ა.შ", - განაცხადა მანანა გვრიტიშვილმა „პრაიმტაიმთან".

„პრაიმტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×