რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ქალი დღეს დილით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში. ის 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში, ბურჯიანის პროვინციაში.

„როდესაც უკვე ჩვენთან შემოვიდა სადახლოს კონტროლის პუნქტზე, იქ აღინიშნა, რომ ტემპერატურა აქვს 37,5 გრადუსი და იშვიათი ხველა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიურად ჩინეთში იყო ნამყოფი და ინკუბაციის პერიოდი არ არის გასული, აქვს დაბალი ტემპერატურა და ხველა, პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. აღებულია კვლევები. პნევმონია გამოირიცხა, სისხლისა და ანთების მარკირებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. შემოსვლის შემდეგ ტემპერატურის მატება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ტემპერატურა თითქმის უკვე ნორმალურია და 37 გრადუსს აღარ აღემატება.

ლუგარის ლაბორატორიის სამსახურიდან მოვიდნენ, აიღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტისთვის, რაც წაღებულია და დღის მეორე ნახევარში ალბათ ახალი კორონავირუსის ტესტის პასუხი იქნება. ამ სიტუაციას თუ შევაჯერებთ, რაც მოგიყევით, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ ტესტის დადებით პასუხს, ადამიანი გააგრძელებს ჩვეულებრივად მკურნალობას და მეთვალყურეობას ჩვენს ცენტრში, როგორც ჩვეულებრივი, სხვა ვირუსული ინფექცია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (13.02.2020)
რითი შემოიყვანეს,ასე შემოჰყავთ ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი?დასახოცები ხართ.ღმერთი გვიშველის თორემ მტრისას ჩვენ დღეში ვიქნებოდით.კიდევ რა იქნება ვინ იცის.მარტო ამის გულისთვისაა გასარეკი ეს მთავრობა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×