რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიჯის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 დღის შემდეგ, ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

37 წლის ვანესამ ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია.

„არასწორია ეს ყველაფერი! გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა!"

„ჩემს ტვინს უჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ერთი მხრივ ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და მეორე მხრივ, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჩემი ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა," - წერს ვანესა, - არასწორია ეს ყველაფერი. რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა."

„ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!" - წერს ვანესა ბრაიანტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×