რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) "ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, პრე­მი­ე­რი არის მისი პი­რა­დი თა­ნა­შემ­წე სა­მე­ურ­ნეო სა­კი­თხებ­ში", - ამის შესახებ განცხადებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აკეთებს.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი ანუ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მან­კი­ე­რე­ბა, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ უნდა ერე­ო­დეს პო­ლი­ტი­კა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­გე­ბით, პრე­მი­ე­რი არის ე.წ მო­უ­რა­ვი, რო­მელ­მაც უნდა მი­ხე­დოს თა­ვის საქ­მეს და პო­ლი­ტი­კა მისი საქ­მე არაა. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, პრე­მი­ე­რი არის მისი პი­რა­დი თა­ნა­შემ­წე სა­მე­ურ­ნეო სა­კი­თხებ­ში.

სხვა დროს კი გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ნელ-ნელა "მო­იყ­ვა­ნეს ჭკუ­ა­ზე" - როცა და­გა­ვა­ლე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში მა­შინ ჩა­ე­რი­ეო, იქამ­დე კი იჯე­ქი შენ­თვის წყა­ნა­რა­დო, ამას ეუბ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა, აქამ­დე ცდი­ლობ­და ილუ­ზია ჰქო­ნო­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე აუხ­სნეს, რომ ჩა­ე­რე­ვა მა­შინ, როცა ეტყვის ივა­ნიშ­ვი­ლი. ის, რომ გა­ხა­რია გა­მო­ვი­დეს და თა­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს, ეგრე სად არის?! - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×